Lucid Dreams

Monday, September 5, 2011

Bufyy The Vampire Slayer-ბეტა ტესტინგი

                                                   

                    უპირველეს ყოვილსა ეს ჩემი პირველი პოსტია, შესაბამისად, რომელიმე დაწერილი თუ დაუწერელი ბლოგერული წესი/რიტუალი თუ დავარღვიე დაახლოებით ისე მოიქეცით, როგორც ევროკავშირი აგვისტოში (დაგმეთ და აღშფითდით მაგრამ ქმედებებისგან თავი შეიკავეთ)


                                            AND NOW, ONE AND ONLY BUFFY (APPLAUSE)
                                                       
ერთ ერთი კარგი მეგობარი რომელიც საკმაოდ ერკვევა საგანში, წლებია ბაფის კერპს ციკნებს წირავს, ასე რომ გადავწყვიტე გამერკვია ის რაც არაერთხელ მსმენია: „There’s something about Buffy”




პირველი შეხება ბაფისთან მქონდა ჯერ კიდევ გაგანია 90იანებში, როდესაც 30 პედროს ნაკლეიკის და დენდის ჯოისტიკის სანაცვლოდ ხელთ ჩამივარდა ვიდეო კასეტა დამაიმედებელი სათაურით „Баффи – убийца вампиров“. რეკლამას არ ენდოთო ხომ გაგიგიათ? ხო და ეგ ამბავი იყო. ისე რატომღაც სათაური გავაიგივე კიბორგ უბიცასთან, მეთქი ალბათ მსგავსია თან ვამპირებით, მაგრამ…
კითხვა: რომელი პოსტსაბჭოელ ბავშს არ მოწონდა მომღერალი მოცეკვავე ვამპირები და ძალით BadAss ლუკ პერი?
პასუხი: მე! Hi 5

შესაბამისად ტელევიზორში რამოდენიმეჯერ შენიშნული სერიალიც დიდად არ მეხატებოდა, მაგრამ როგორც ვთქვი, რეკომენდატორი მყავს საიმედო და რამოდენიმე საათის წინ Download მივეცი და სულ მალე წკაპ Download Finished



(Thank you Web for Tv-Shows , Movies & free porn, I mean free music and other… files … hmm )



IMDB-ემ ამომიგდო Joss Whedon ის სახელი, რამაც დიდი ოპტიმიზმი შემძინა, იქ სადაც Toy Story ფიგურირებს არ შეიძლება ძალიან ცუდი იყოს Right?

მოკლედ დისტანციურ პულტს ვიმარჯვებ,მენიუ,ჩამოვდივარ სათაურზე BuffyS1E1-2- PLAY და ფიქრი:

„Let’s see what this baby can do”




P.S თან გამახსენდა რამოდენიმე სცენა სარა მიშელ გელერის სხვა ფილმებიდან და ვიფიქრე, რომ სხვა თუ არაფერი სარა მიშელ გელერი მაინც ხო იქნება…





დაახლოებით 90 წუთის შემდეგ…

პილოტური სერია ნამდვილად საინტერესოდ დაიწყო, განსაკუთრებით სასიამოვნოა რომ 90იანების ყველა კლიშე სახეზეა, ანუ ყველაფერი გვაქვს პირველ სერიაში რასაც დღესდღეობით overpaid რეჟისორები რამოდენიმე სეზონზე წელავენ (Yes I mean you “Heroes”!) 
                                                     

მოკლედ სახეზეა:
ა. იდუმალებით მოცული გოგო რომელიც გადმოიყვანეს სკოლაში სხვა ქალაქიდან, საკუთარ წარსულზე არ საუბრობს და როგორც კი გაიგებს ვინმე მოკვდა თვალები უდიდდება და ძალზედ ჩვეულებრივი კითხვა უჩნდება „How did he died? Did anyone bite his heads off ?”
ბ. მენტორი, ანუ სათვალეებიანი ძია, რომელმაც ყველაფერი იცის (და სავარაუდოდ ტრანსელვანიიდანაა) ბევრი ბევრი წიგნებით და ყველას აშინებს სამყაროს აღსასრულით
გ. Dorky ახალგაზრდა გოგონა რომელიც მორცხვია ბიჭებთან მაგრამ ძალიან ჭკვიანია და უფრო მეტი იცის ვიდრე გუგლმა, ის რათქმაუნდა ბაფის მუდამ დაეხმარება ინფორმაციით (და მხოლოდ)+ ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც არცერთ პერსონაჟთან სექსი არემუქრება და დიდი სარგებელი არმოაქ მარა იყოს ჰა, პროდიუსერის ქვისლია…
დ. სიმპატიური ახალგაზრდა მაღალი მამაკაცი რომელიც იდუმალებით აღსავსე ლაპარაკობს და რათქმაუნდა ისვრის ირონიულ ფრაზას I thought you were taller.ის დაბრუნდება ჩვენ ეს ვიცით(რომანის სუნი გცემთ? ნუ რიათქმაუნდა)
ე. აღმოჩნდება, რომ მთავარი გმირი უნიკალური ნიჭითაა დაჯოლდოებული და ის ერთადერთია თავის პონტში Hello from Neo                                                                                                        

მან ასევე უნდა იხსნას სამყარო, მას არ უნდა ეს განგება რომელიც მას ერგო მარა რას იზამ, life is a bitch


ვ. ძალიან ბოროტი ცუდიანი რომელიც სისხლის გუბიდან ამოდის, ყველას აჩმორებს, ყველაზე ძვირადღირებული გრიმი უკეთია და ხშირად იმეორებს“I must be ready, soon time will come!!! soon soon it-soon that” მაგრამ მინიმუმ სეზონი მაინც ჩვენთან იქნება… ააა ხო და კიდე ვამპირული აპოქალიფსის მოწყობა უნდა( ტიპური ვამპირული ფეტიში)

                                         
        
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრის ამისა სერიალი მაინც არ არის ბანალური და მოსაწყენი, ტაითლიდან ტიტრებამდე გაჟღენთილია 90იანებით, ყველაფერი კარგით რაც მაშინ იყო, განსაკუთრებით გახარებს კარპენტერისებრი suspense horror გარემო, სპეცეფექტებიც რეალურად შესაგრძნობია, გავიხსენოთ რას გვეუბნებოდა სკოლაში მასწავლებელი „ბანძ 3D ეს ჯამრთელი გრიმი მუდამ სჯობია“, თამ განსაკუთრებული სითბო გიჩნდება ყურებისას, რაღაც გადმონაშთი ბავშვობიდან, უკვე ხვდები რო პერსონაჟებს იცნობ კარგა ხანია და შეგიყვარდება, რათქმაუნდა არ იქნება შამალანისებრი სიუჟეტური ცვლილებები მაგრამ არცაა საჭირო, პილოტი თითქმის სრულფასოვანი ფილმივით წავიდა. ერთი სიტყვით ვხდები რატო მოწონთ ბევრს ეს სერიალი, ისეთია რა, ჩვენებური, პილოტიდანვე რო ხვდები რომ ბოლო სერიამდე უყურებ, ხუმრობებიც კი კლასიკურია:

-(shocked girl ) I need to sit down
-(smartass Buffy) you are sitting
-(still shocked girl) ow, good for me

საბოლოო ვერდიქტი კი შემდეგნაირია, დისტანციურ პულტს ვიმარჯვებ,მენიუ,ჩამოვდივარ სათაურზე BuffyS1E3- PLAY და ფიქრი:

„კიდევ ერთ სერიასაც ვუყურებ და დავიძინებ...“

No comments:

Post a Comment